w3c

თხევადი ქლოროფილი

თხევადი ქლოროფილი

თვისებები ქლოროფილის ისტორია

ბაბუაწვერას ფესვები ბიო აფთიაქში მცენარეების ფოთლებიდან მწვანე პიგმენტი პირველად 1817 წელს გამოყვეს. ეს ფრანგი ქიმიკოსების, ჟოზეფ ბიენემე კავანტუსა და პიერ ჟოზეფ პელენტიეს დამსახურებაა, მათვე უწოდეს მიღებულ ნივთიერებას ქლოროფილი. 1900-იან წლებში მიხაილ ცვეტმა და რიხარდ ვილშტეტერმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აღმოაჩინეს, რომ თხევადი ქლოროფილი რამოდენიმე კომპონენტისაგან შედგება. ვილშტეტერმა გაწმინდა და გამოაკრისტალა ქლოროფილის ორი კომპონენტი, რომლებსაც ქლოროფილი-ა და ქლორიფილი-ბ უწოდა, მანვე განსაზღვრა ქლოროფილი-ა-ს ბრუტო-ფორმულა. 1915 წელს თხევადი ქლოროფილის გამოკვლევისათვის მას ნობელის პრემია მიენიჭა. 1940 წელს, ჰანს ფიშერმა, რომელმაც 1930 წელს გემის სტრუქტურის აღმოჩენისათვის ნობელის პრემია მიიღო, ქლოროფილ-ა-ს ქიმიური აგებულება დაადგინა. მისი სინთეზი პირველად 1960 წელს განახორციელა რობერტ ვუდვორდმა, ხოლო 1967 წელს საბოლოოდ იქნა დადგენილი მისი სტერეოქიმიური სტრუქტურა.
მოგვიანებით თხევადი ქლოროფილის პიგმენტის შესწავლა დაიწყეს რუსეთშიც. ბუნებისმეტყველმა კლიმენტ ტიმირიაზევმა 1872-1876 წლებში შეძლო დაემტკიცებინა, რომ თხევადი ქლოროფილი აქტიურად მონაწილეობს სინათლის შთანთქმისა და ფოტოსინთეზის პროცესში.
უკვე XX საუკუნეში ცნობილი გახდა ამ პიგმენტის სასარგებლო თვისებების შესახებ. მაგალითად, აღინიშნა მისი გავლენა ადამიანის ქსოვილების რეგენერაციის დაჩქარებაზე, დადებითი ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, საშარდე, საჭმლის მომნელებელ სისტემებზე.

ბაბუაწვერას ფესვები ბიო აფთიაქში სამკურნალო მოქმედება

ბაბუაწვერას ფესვები ბიო აფთიაქში ბუნებაში ქლოროფილი გვხვდება ფოტოსინთეზის უნარის მქონე ყველა ორგანიზმში - უმაღლეს მცენარეებში, წყალმცენარეებში, ლურჯ-მწვანე წყალმცენარეებში (ციანობაქტერიები), ფოტოავტოტროფულ უმარტივესებში (პროსტიტები) და ბაქტერიებში. ზოგიერთმა მცენარემ, მათ შორის რიგმა უმაღლესმა მცენარემაც, ქლოროფილი დაკარგეს (მაგალითად ტილჭირი (ლათ. Lathraéa). ფოტოსინთეზის პროცესში თხევადი ქლოროფილის მოლეკულა იცვლება, როცა შთანთქავს სინათლის ენერგიას, რომელიც შემდგომში გამოიყენება წყლისა და ნახშირორჟანგის ურთიერთქმედების ფოტოქიმიურ რეაქციაში, რის შედეგადაც ორგანული ნივთიერებები მიიღება (როგორც წესი, ნახშირწყლები): შთანთქმული ენერგიის გადაცემის შემდეგ ქლოროფილის მოლეკულა საწყის მდგომარეობას უბრუნდება.
თუმცა მზის გამოსხივების უწყვეტი სპექტრის მაქსიმუმი "მწვანე", 50 ნმ ზონაში მდებარეობს (აქვე გადის თვალის მგრძნობელობის მაქსიმუმის ზღვარიც), მზის სპექტრიდან ქლოროფილი შთანთქავს უპირატესად ლურჯ, ნაწილობრივ - წითელ სინათლეს (რაც არეკლილი სინათლის მწვანე ფერს განაპირობებს). მცენარეებს იმ ტალღის სიგრძის მქონე სინათლის გამოყენებაც შეუძლიათ, რომელიც ქლოროფილთან მცირედ რეაგირებს. ფოტონების ენეგიას ამ შემთხვევაში იჭერენ სხვა ფოტოსინთეტური პიგმენტები, რომლებიც შემდგომ ამ ენერგიას ქლოროფილს გადასცემენ. ამით აიხსნება მცენარეების (და სხვა ფოტოსინთეზირებადი ორგანიზმების) შეფერილობის მრავალფეროვნება და მათი სინათლის სპექტრის შემადგენლობაზე დამოკიდებულება.
ქლოროფილი თანამედროვე ცხოვრების აუცილებელი ბიო დანამატი თხევადი ქლოროფილი. რას წარმოადგენს ეს ახალი "ბიუთი-ტრენდი" და რისთვის არის საჭირო?
სოციალურ ქსელებში ცხოვრების ჯანსაღი წესის ახალი ტრენდი - თხევადი ქლოროფილი, სწრაფად გახდა ვირუსული. მწვანე პიგმენტს სვამენ ისეთი ცნობილი ადამიანებიც კი, როგორიც არიან, მაგალითად, რის უიზერსპუნი და გვინეტ პელტროუ. მას ამატებენ კოსმეტიკაში, წყალში და საკვებში. რა არის ეს - ნამდვილი პანაცეა, თუ მორიგი ინტერნეტ-ტენდენცია და მეტი არაფერი?
ქლოროფილი თხევადი ქლოროფილი მცენარეების მწვანე სისხლი
ქლოროფილი - ეს არის მწვანე ფერის პიგმენტი, რომელიც მცენარეების კვებას უზრუნველყოფს ნახშირორჟანგის გადამუშავების გზით (ამ პროცესს ფოტოსინთეზი ეწოდება). მის სახელწოდებაში გაერთიანებულია ორი ბერძნული სიტყვა: chloros რაც ნიშნავს "მწვანეს" და phyllon - "ფოთოლი". ქლოროფილი ოფიციალურადა არის დარეგისტრირებული როგორც საკვები დანამატი Е140 და აღინიშნება როგორც "ბუნებრივი საღებავი". არ უნდა შეგვაშინოს სიტყვამ "საღებავი", პირიქით - ქლოროფილი დიდი რაოდენობით შეიცავს ადამიანისთვის მნიშვნელოვან ნივთიერებებს, ანტიოქსიდანტებსა და მინერალებს. ექიმები მას იყენებენ ორგანიზმიდან ტოქსინების გამოსადევნად, სისხლის გასაწმენდად და ტუტე ბალანსის აღდგენისათვის. ქლოროფილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და დღეისათვის "სუპერფუდების" კატეგორიას მიეკუთვნება.
ქლოროფილის მიღება ყველაზე მოსახერხებელია თხევადი სახით. მას ხსნიან წყალში (მათ შორის მინერალურშიც), ამატებენ სმუზიში, ცივ ჩაიში, წვენებში და სურვილის მიხედვით სხვა სასმელებში. დიდი რაოდენობით ქლოროფილს შეიცავს ისპანახი, კამა, ოხრახუში, ქინძი, ბროკოლი და სპირულინა.
ქლოროფილი რა სარგებლობა მოაქვს თხევად ქლოროფილს?
პირველ რიგში, თხევადი ქლოროფილი ამყარებს ადამიანის იმუნურ სისტემას.
იგი უკვე დიდი ხანია ცნობილია როგორც უნივერსალური გამწმენდი საშუალება. ქლოროფილი წმენდს სისხლს, ასუფთავებს ნაწლავებს, შესანიშნავად ათავისუფლებს სისხლს ინფექციისაგან და რა თქმა უნდა, ებრძვის სოკოვან დაავადებებს - ანადგურებს ორგანიზმში მავნე ბაქტერიებს. გარდა ამისა, მას შეუძლია სხეული ენერგიით დამუხტოს და გამოიყენება კიბოს ფოტოდინამიკური თერაპიისათვის. ქლოროფილი სისხლისთვის თხევადი ქლოროფილი ხელს უწყობს ერითროციტების გამომუშავებას, რაც აუცილებელია ორგანიზმის დეტოქსიკაციისა და გამაგრებისათვის, ამდიდრებს სისხლს ჟანგბადით, რომელიც ამ უჯრედებს გადააქვთ, გამოაქვს მავნე ნივთიერებები, ტოქსინები, შლის "საცობებს" და ვნების მომტან დაგროვებებს. რაც უფრო გაჯერებულია სისხლი ჟანგბადით, მით ნაკლებია ინფექციებსა და ონკოლოგიურ დავადებათა რისკს. ორგანიზმის დეტოქსი და მისი შლაკებისგან გამწმენდი საშუალება - ქლოროფილი ითვლება საუკეთესო ბუნებრივ და ნატურალურ ბიო დანამატად.
ქლოროფილი თხევადი ქლოროფილი ანემიის დროს.
მომატებული დატვირთვის პირობებში, ადამიანები ხშირად ხდებიან რკინადეფიციტური ანემიის მსხვერპლი, რომლის პირველი სიმპტომებიც გამოიხატება : დაღლილობა, სისუსტე, ძალის უკმარისობა. თხევადი ქლოროფილი კარგად უმკლავდება ამ პრობლემას. იგი ამაღლებს ჰემოგლობინს, ამდიდრებს სისხლს ჟანგბადით და აქრობს დაღლილობის შეგრძნებას.
ქლოროფილი ნივთიერებათა ცვლისათვის
თხევადი ქლოროფილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისებაა - ცხიმების დაშლა და წონის დაკლება.
რეკომენდირებულია ადამიანებისათვის, რომლებსაც მომატებული ქოლესტერინი აწუხებთ.
ნაწლავების სისტემაზე თხევადი ქლოროფილი შეუცვლელ ზეგავლენას ახდენს - წმენდს და ინარჩუნებს ჯანმრთელ მიკროფლორას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და საერთო ჯამში, ნორმაში მოჰყავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობა. ქლოროფილი კანის პრობლემების დროს ქლოროფილი წმენდს ორგანიზმს და აუმჯობესებს კანის ხარისხს: ექიმ-კოსმეტოლოგებმა აღმოაჩინეს გზა, თუ რაში გამოიყენონ ქლოროფილი: ძლიერი ანტიბაქტერიული ეფექტის წყალობით, იგი ებრძვის სხვადასხვა სახის ანთებებს, აშორებს მუწუკებს, ფერიმჭამელებს, ამასთანავე ასუფთავებს და ამშვიდებს სახის კანს. ქალებისთვის სასარგებლოა თხევადი ქლოროფილის მიღება კანის ხარისხის გასაუმჯობესებლად და ანთებითი პროცესების შესამცირებლად. მწვანე სისხლი ახდენს სიღრმეულ და დადებით ზეგავლენას ჩვენ კანზე კალციუმის, მაგნიუმის, რკინისა და А ვიტამინის წყალობით. ამიტომ კანის ნებისმიერი ანთების დროს - იქნება ეს მუწუკები, ფერიმჭამელები თუ აკნე - რეკომენდირებულია ქლოროფილის მიღება.
ქლოროფილი თხევადი ქლოროფილი ოფლიანობის დროს
კიდევ ერთი ცნობილი პლუსი იმაში მდგომარეობს, რომ ქლოროფილი წარმოადგენს სხეულის ბუნებრივ, შინაგან დეოდორანტს - გამოყენებიდან ორიოდე კვირაში ამცირებს ოფლიანობას და აქრობს უსიამოვნო სუნს.
თხევად ქლოროფილს აქვს ოფლის გამოყოფის რეგულირების თვისება ორგანიზმის დეტოქსიკაციის ხარჯზე. ამიტომ, თუ თქვენ ზედმეტი ოფლიანობა გახასიათებთ, რეკომენდირებულია რაციონში ამ დანამატის შეტანა.
მაგრამ თხევადი ქლოროფილის ზედმეტად მიღება არ ღირს, რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ალერგია, საჭმლის მონელების პრობლემები, დიარეა და ინდივიდუალური უკუჩვენებები.
თხევადი ქლოროფილი არეგულირებს pH-ბალანსს - ეს ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას. ასევე ეს ნივთიერება ეფექტურად წმენდს სისხლს, ამიტომ თუ თქვენ ერითროციტების დაბალი რაოდენობა გაქვთ, ქლოროფილი დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში. ახალ ერითროციტებს ჰემოგლობინის საშუალებით გადააქვთ ჟანგბადი ორგანიზმის ყველა უჯრედში, რაც დადებითად აისახება საერთო მდგომარეობაზე.
ქლოროფილი რა შემთხვევაში მივიღოთ თხევადი ქლოროფილი?
თხევადი ქლოროფილის მიღება სასურველია დილაობით, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე. ერთი ჩაის კოვზი გახსენით ერთ ჭიქა თბილ წყალში. არ დაგავიწყდეთ, რომ თხევადი ქლოროფილი ბოლომდე უნდა გაიხსნას. ჯანმრთელი ადამიანისთვის დღიური ნორმა შადგენს ერთი ჩაის კოვზი. ქლოროფილის მიღების პერიოდში შეგვიძლია შევამციროთ ციტრუსების რაციონი : ფორთოხალი, მანდარინი, გრეიპფრუტი, სტაფილო, ვაშლი და სხვა. საქმე იმაშია, რომ თხევადი ქლოროფილიც და სტაფილოს წვენიც, ორივე შეიცავს ვიტამინ А-ს, ამ ვიტამინით ორგანიზმის ჰიპერგადაჯერებისას კი შესაძლოა წარმოიქმნას კანის გაღიზიანება ან პიგმენტაცია. ქლოროფილთან ერთად, ვიტამინ А-ს გარდა, არ არის რეკომენდირებულია ვიტამინების С, Е და К, აგრეთვე რკინის, კალციუმისა და მაგნიუმის მიღება.
ქლოროფილი ვინ გვირჩევს თხევად ქლოროფილს ?
თხევადი ქლოროფილი ძალზე პოპულარული ბიოლოგიური პროდუქტია, მის სითხეს მიირთმევენ არა მხოლოდ კოსმონავტები, ასევე "ვარსკვლავებიც", რომლებიც კმაყოფილნი არიან მიღებული შედეგით. მათ შორის არიან: ლილი ოლდრიჯი, ლარა სტოუნი, ემილია კლარკი და შარლოტა ოლიმპია, ყველანი სტუმრობენ ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე დახურულ ფიტნეს-კლუბს - Bodyism. ვარჯიშის დაწყების წინ სთავაზობენ ამ სასმელის მირთმევას - ასეთი "საწვავის" დახმარებით ორგანიზმიდან ტოქსინები უფრო ინტენსიურად გამოიდევნება. გარდა ამისა, ხელს უწყობს ნერვული სისტემის მუშაობის ნორმალიზებას, შესაბამისად, ეხმარება სტრესის მოხსნაში და ამაღლებს ამტანობას სპორტული ვარჯიშების შესრულების დროს.
შეგიძლიათ შეუკვეთოთ თხევადი ქლოროფილი მწვანე აფთიაქში ამავე საიტიდან, მიწოდების სერვისი მოქმედებს თბილისის და რუსთავის მასშტაბით.

გამოყენება სად შევიძინოთ გამოყენება

სად შევიძინოთ ? დააწკაპუნეთ ბმულზე: სად შევიძინოთ ქლოროფილი ?

თხევადი ქლოროფილი

მწვანე აფთიაქი

on Jan 5, 2022

Boxed:

Sticky Add To Cart

Font: