ბაბუაწვერას ფესვები მწვანე აფთიაქში. ბაბუაწვერა ლათინურად (taraxacum), ინგლისურად (dandelion) ხოლო რუსულად (одуванчик) მრავალწლოვან რთულ ყვავილოვანთა გვარის მცენართა ოჯახს განეკუთვნება. ფესვის თავში აქვს ფრთების მაგვარი განფენილი დაკბილული ფოთლები, საყვავილე ღერო უფოთლოა ღრუიანი და ბოლოვდება მოყვითალო ან მოვარდისფრო ყვავილით. დღესდღეისობით ცნობილია ბაბუაწვერას ასამდე სახეობა აქედან საქართველოში გვხვდება ცხრა ხოლო დანარჩენი ოთხი სახეობა ენდემური ჯიშისაა , რაც შეეხება მის სამკურნალო თვისებებს ქვემოთ შემოგთავაზებთ.
თხევადი ქლოროფილი მწვანე აფთიაქში. რას წარმოადგენს თხევადი ქლოროფილი, რისთვის გამოიყენება, რა სარგებლობა და ზიანი მოაქვს ორგანიზმისათვის თხევად ქლოროფილს. რატომ სვამენ თხევად ქლოროფილს პირველ რიგში იმუნიტეტის ამაღლება გაძლიერება , ორგანიზმის დეტოქსიკაცია და სრული გაწმენდა შლაკებისგან - წარმოადგენს ქლოროფილის უმთავრესი ფუნქციას. თხევადი ქლოროფილის წვეთი დღეში და ექიმი აღარ გჭირდებათ - დაახლოებით ასე აღწერენ მის მოქმედებას დიეტოლოგები. სკოლის ბიოლოგიის კურსი გვასწავლის, რომ ქლოროფილი - ეს არის ბუნებრივი პიგმენტი, რომელიც მწვანე ფერს აძლევს მცენარეების ფოთლებს და აქტიურად მონაწილეობს სინათლის შთანთქმისა და ფოტოსინთეზის პროცესში. როგორც წესი, თეორია ამით შემოიფარგლება. ამაოდ. "გამაფერადებელი" ეფექტის გარდა, თხევად ქლოროფილს პატივი უნდა ვცეთ იმის გამოც, რომ იგი შეიცავს A, C და K ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავას, რკინას და კალციუმს.
ფუტკრის რძე ვიზუალურად მოთეთრო-მოყვითალო ფერის ჟელეს მსგავსი და მომჟავო გემოს მქონე პროდუქტია. ევროპაში “სამეფო ჟელეს” სახელით არის ცნობილი. მუშა ფუტკრები ყვავილის მტვრისა და თაფლიდან გამოიმუშავებენ. სპეციალური ყბისაზევით მდებარე იგივე ყელის ჯირკვლებით. ამ რძეს იყენებს მუშა ფუტკარი თავისი და დედა ფუტკრის ჭუპრის (ბარტყის) საკვებად. ახლად გამოჩეკილი მუშა ფუტკრის ფუმფლი ფუტკრის რძით იკვებება დაბადებისდან ორ დღეს, ხოლო დედა ფუტკრისთვის ფუტკრის რძე წარმოადგენს საკვებ ნივთიერებას გამოჩეკიდან სიცოცხლის ბოლომდე.