w3c

w3c

  • ახალი პროდუქტი
შტოში
  • შტოში

შტოში

ცისტიტის საწინააღმდეგო შტოშის ექსტრაქტი, აგრეთვე გამოიყენება როგორც რბილი - სისხლის გამწმენდი და გამათხელებელი.
შტოში სასარგებლოა ანტიოქსიდანტური თვისებებით: შტოშის ექსტრაქტში შემავალი ანტიოქსიდანტური ნივთიერებების უმაღლესი კონცენტრაცია ამცირებს ქრონიკული ანთების აქტივობას და გამოიყენება ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების საწინააღმდეგოდ. შტოში მკვეთრად ამცირებს ინფექციურ ფონს. შტოში „ცუდი“ ქოლესტერინის საწინააღმდეგო ნატურალური საშუაებაა. ის ზრდის „კარგ“ ქოლესტერინს (HDL). ეს ეფექტი მიიღწევა მასში ანტიოქსიდანტების, ფლავონოიდების და ურსოლის მჟავის მაღალი შემცველობის წყალობით.

📋 შემადგენლობა

✔ შტოშის ექსტრაქტი : 500 მგ.

🏷️ შტოშის ფასი
100 აბი — 95 ლარი
🌍 წარმოების ადგილი

აშშ

🚚 მიტანის სერვისი

✔ თბილისში უფასოა

🕐 სამუშაო საათები
🕘 09:00 – 20:00
შტოში

შტოში

w3c

შტოში

📋 აღწერილობა

შტოში შესანიშნავი საშუალებაა შარდსასქესო გზების ინფექციების საწინააღმდეგოდ. ეს ყველაფერი მის შემადგენლობაში არსებული განსაკუთრებული ნივთიერებების დამსახურებაა, რომლებიც ბლოკავენ ბაქტერიებს ლორწოვან გარსებზე და ასევე აფერხებენ მათ გამრავლებას.
შტოშის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში არსებული ანტიოქსიდანტური ნივთიერებებით — პროანტოციანიდინებით (PAC), ვიტამინ C-ით და მინერალებით (კალიუმი, ფოსფორი, სელენი, მაგნიუმი), რომლებიც ერთობლივად ზრდიან ორგანიზმის იმუნიტეტს და იცავენ მთელ რიგ ორგანოთა სისტემას.

შტოში
შტოში
🌿 თვისებები

💧 ✅ შარდსასქესო სისტემა
შტოშის ექსტრაქტი რეკომენდებულია შარდსასქესო სისტემის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს. მას ხშრად იყენებენ როგორც ეფექტურ - ცისტიტის საწინააღმდეგო საშუალებას, რადგან ის განსაკუთრებით ეფექტურად უმკლავდება ცისტიტს — შარდის ბუშტის ანთებას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციური დაავადებაა, განსაკუთრებით ქალებში.
ცისტიტის სიმპტომებია ხშირი და მტკივნეული შარდვა, წვის შეგრძნება და ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში. ბაქტერიული ცისტიტი, ანუ საშარდე გზების ინფექცია (UTI), ბევრ ქალს სიცოცხლეში არაერთხელ აწუხებს — სტატისტიკის თანახმად, 15-დან 65 წლამდე ასაკის ყველა მეორე ქალს სიცოცხლეში ერთხელ მაინც გადაუტანია ცისტიტი, რომლის გამომწვევია Escherichia coli (E. coli).
შტოშის სარგებელი შარდის ბუშტის ანთების დროს სამეცნიეროდაა დადასტურებული: ის ხელს უშლის ბაქტერიების მიმაგრებას შარდის ბუშტის კედლებზე, ამცირებს ტკივილს მენჯის არეში და ამცირებს პიელონეფრიტის განვითარების რისკს.
ექსპერიმენტულად დადგენილია, რომ ადამიანების შარდი, რომლებიც იღებენ შტოშის ექსტრაქტს, თრგუნავს ნაწლავის ჩხირის ბაქტერიების ადჰეზიას ეპითელიური ტრაქტის უჯრედებზე — ეს ეფექტი დაკავშირებულია პროანტოციანიდინებთან (PAC).
შტოშში არსებული ურსოლის მჟავა ხელს უშლის თირკმელში ქვების წარმოქმნას, ხოლო შტოშის ექსტრაქტის ტაბლეტების რეგულარული მიღება ამცირებს შარდგამომყოფი გზების ინფექციების რეციდივის რისკს. ექიმები რეკომენდაციას უწევენ შტოშის გამოყენებას ანტიბიოტიკებთან ერთად ან პრევენციისთვის, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე, როცა ცისტიტის გამწვავების რისკი იზრდება.

🦷 ✅ კარიესის პრევენცია
შტოშის α-ტიპის პროანტოციანიდინები, რომლებიც ხელს უწყობენ შარდგამომყოფი გზების ინფექციების პრევენციას, ასევე აფერხებენ ბაქტერიების წარმოქმნას პირის ღრუში.
მავნე მჟავების კონტროლით პირის ღრუში, შტოში გვეხმარება არა მხოლოდ კარიესის, არამედ ღრძილების დაავადებების და პირის ღრუს კიბოს პრევენციაშიც. მისი კომპონენტები ქმნიან დამცავ ფენას ლორწოვან გარსზე, რაც აფერხებს კარიესის, გინგივიტისა და პაროდონტის დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმების გამრავლებას.

🔥 ✅ ანთების შემცირება
შტოშის ექსტრაქტს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება მაღალი შემცველობის ანტიოქსიდანტების, განსაკუთრებით ანთოციანებისა და ფლავანოლების წყალობით — სწორედ ისინი ანიჭებენ შტოშს მუქ შეფერილობას.
დადასტურებულია, რომ ანტიოქსიდანტები ამცირებენ ზოგიერთი ქრონიკული დაავადების რისკს, ვინაიდან ხელს უწყობენ ორგანიზმში ანთების შემცირებას.

🌱 ✅ საჭმლის მომნელებელი სისტემა
ცნობილია, რომ შტოში ხელს უწყობს სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას საჭმლის მომნელებელ სისტემაში. შტოში შესანიშნავი პრებიოტიკია, რომელიც ხელს უწყობს სასარგებლო ბაქტერიების ზრდას და ნაწლავის მიკროფლორის სწორი ბალანსის აღდგენას.
პროანტოციანიდინები, რომლებიც მხოლოდ შტოშში გვხვდება, ამცირებენ მავნე მიკრობების რაოდენობას, რომლებიც მსხვილ ნაწლავში ბინადრობენ. შტოში ეფექტურად ამცირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, მათ შორის კუჭის კიბოს, განვითარების რისკს.
გარდა ამისა, შტოში ანადგურებს მავნე ბაქტერია Helicobacter pylori-ს, რითაც ხელს უშლის წყლულისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა დაავადებების განვითარებას. შტოშის ექსტრაქტი განსაკუთრებით სასარგებლოა დაქვეითებული მჟავიანობის მქონე გასტრიტის დროს.

❤️ ✅ გულის ჯანმრთელობა
დაწყებული არტერიული წნევის შემცირებიდან და დამთავრებული ქოლესტერინის დონის გაუმჯობესებამდე, შტოში ხელს უწყობს გულის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას. შტოშის ექსტრაქტი ზრდის „კარგი" ქოლესტერინის (HDL) დონეს და ამცირებს „ცუდი" ქოლესტერინის (LDL) დონეს, რაც ხელს უშლის ათეროსკლეროზული დანალექების წარმოქმნას არტერიების კედლებზე.
შტოშის რეგულარული მოხმარება ამცირებს გულის შეტევისა და ინსულტის რისკს, ასრულებს ათეროსკლეროზის პროფილაქტიკას და სასარგებლოა კაპილარული „ვარსკვლავების" (ვენური ბადის) გაჩენის პრევენციისთვის ფეხებსა და ხელებზე. ასევე, ის ამცირებს არტერიების სიმაგრეს კორონარული პათოლოგიის მქონე პაციენტებში.
შტოშში დიდი რაოდენობით არსებული ვიტამინ C-ის წყალობით, ეს კენკრა ამცირებს პროთრომბინის შემცველობას სისხლში და აუმჯობესებს სისხლძარღვების სისუფთავეს, ელასტიურობასა და სიმტკიცეს. ვიტამინ B1 ასტიმულირებს გულის კუნთის ნორმალურ მუშაობასა და შეკუმშვას, ხოლო კალიუმი, ფოსფორი, სელენი და მაგნიუმი ავსებენ ამ პროცესს. შტოშში არსებულ ურსოლის მჟავას აქვს კორტიკოიდური ეფექტი — ხელს უწყობს გულის კორონარული სისხლძარღვების გაფართოებას და არტერიული წნევის დაქვეითებას.

🩸 ✅ სისხლძარღვების ჯანმრთელობა
რეგულარული მოხმარებისას შტოშის ექსტრაქტი ამაგრებს და აჯანსაღებს სისხლძარღვების კედლებს, ანიჭებს მათ ელასტიურობასა და მოქნილობას, ნორმალიზებს სისხლის მიმოქცევას და ამდიდრებს სისხლს ჟანგბადით.
ის ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის ათეროსკლეროზული ბალიშების და თრომბების წარმოქმნას, ასევე ამცირებს არტერიულ წნევას — ამიტომ შტოში რეკომენდებულია ინფარქტისა და ინსულტის პროფილაქტიკისთვის.

🎗️ ✅ კიბოს პრევენცია
α-ტიპის პროანტოციანიდინები წარმოადგენენ ძლიერ ანტიოქსიდანტებს. შტოშის მაღალი კონცენტრაციის ანტიოქსიდანტები ანიჭებს ამ კენკრას უნარს, თავიდან აგვარიდოს ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნა, შეანელოს მათი ზრდა და ხელი შეუწყოს კიბოს უჯრედების განადგურებას.
ასევე, შტოში შეიცავს მაღალი კონცენტრაციის ვიტამინ C-ს და სხვა ანტიოქსიდანტებს, რომლებიც აჩქარებენ ცხიმოვანი ქსოვილის დაშლას და ბლოკავენ ახალი ცხიმოვანი საცავების წარმოქმნას.

📌 ჩვენება

შტოში განსაკუთრებით ეფექტურია:
• ცისტიტის მკურნალობა;
• შარდის ბუშტის ანთება;
• პროსტატის კიბო;
• ინფექციების საწინააღმდეგო;
• ანტისეპტიკური, ანტიმიკრობული, ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მოქმედება;
• იმუნიტეტის ასამაღლებელი;
• მეტაბოლიზმის დაჩქარება;
• სისხლში შაქრის შემცირება;
• სისხლის შედედება;
• ანთებითი პროცესების შეჩერება;
• გულის მუშაობის გაუმჯობესება;
• შლაკებისა და ტოქსინების გამწმენდი;
• კარიესის საწინააღმდეგო;
• ფილტვების ანთების დროს;
• სარძევე ჯირკვლის (მკერდის) კიბოს დროს;
• მსხვილი ნაწლავის კიბო;
• ვარიკოზული დაავადება;
• ათეროსკლეროზი;
• თრომბოფლებიტი;
• ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა)

დამატებით
ცისტიტის მკურნალობა და პრევენცია ხშირად ერთმანეთთანაა დაკავშირებული — ექიმები რეკომენდაციას უწევენ შტოშის გამოყენებას. ქრონიკული ცისტიტის მქონე ქალებისთვის შტოშის ექსტრაქტის (კაფსულების) რეგულარული მიღება ეფექტური ბუნებრივი საშუალებაა, რომელიც ნათლად ამცირებს დაავადების განმეორების სიხშირეს.
ცისტიტის საწინააღმდეგო დიეტასთან ერთად, შტოში ბუნებრივ საშუალებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილია.
💊 მიღების წესი

•   შტოშის თითო აბი დღეში ორჯერ ჭამის დროს.

უკუჩვენება

•  ინდივიდუალური აუტანლობა.

❄️ შენახვის პირობები

•  ინახება მშრალ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

💡 რჩევა

•  ნებისმიერი ბიო დანამატის გამოყენებამდე, გირჩევთ: კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან.

This product has no reviews!

Chat with us on WhatsApp

Boxed:

Sticky Add To Cart

Font: