w3c

w3c

კურკუმა კაფსულებში

კურკუმის კაფსულები

ცხიმის მწველი კურკუმა კაფსულებში წარმოადგენს მეტაბოლური სინდრომის მმართვის და კონტროლის საშუალებას: გამოიყენება როგორც ღვიძლის გამწმენდი და ნაღვლმდენი საშუალება. კურკუმა საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა აიურვედასა და ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში. კურკუმის ანთების საწინააღმდეგო თვისებები ეფექტურად ამცირებენ სახსრების შეშუპებას და ქრონიკულ ტკივილს სახსრებში. კურკუმაში არსებული კურკუმინი გამოიყენება როგორც სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება ამავ დროულად მცირე დოზებში ის მოქმედებს როგორც საჭმლის მომნელებელი წამალი.

579 14 38 11 




  შემადგენლობა

✔ კურკუმა : 750 მგ



 ფასი

 100 კაფ : 75 ლ.

   

 წარმოება

 აშშ   

   

 მიტანის სერვისი

✔ თბილისში უფასოა

 სამუშაო საათები

-

   













კურკუმა

w3c

კურკუმის თვისებები

  აღწერილობა

✅ კურკუმა კაფსულებში


ჟენშენის ფესვები ერექციისთვის
ხალხურ მედიცინაში კურკუმა - ( კურკუმის კაფსულები ), გამოიყენება ათასწლეულების განმავლობაში. ცნობილია რომ ეს მცენარე გამოირჩევა თავისი ძლიერი სამკურნალო თვისებებით, რაც განპირობებულია მისი მთავარი აქტიური ნივთიერებით – კურკუმინით.
ეს ნივთიერება ცნობილია თავისი ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და ანტიმიკრობული თვისებებით, რაც მას ჯანმრთელობის მხარდაჭერის ეფექტურ საშუალებად აქცევს. კურკუმის კაფსულები უზრუნველყოფს ზუსტ დოზირებას, მარტივ გამოყენებას და მაღალ ბიოშეღწევადობას.
კურკუმა კაფსულებში გამოირჩევა მრავალი პოზიტიური თვისებით, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზმის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. მისი მთავარი აქტიური ნივთიერება, კურკუმინი, ცნობილია თავისი ანთების საწინააღმდეგო თვისებებით, რაც ხელს უწყობს ქრონიკული ანთებითი პროცესების შემცირებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი მდგომარეობებისთვის, როგორიცაა ართრიტი, ნაწლავის ანთებითი დაავადებები და სხვა.
კურკუმის ანტიოქსიდანტური თვისებები ეხმარება ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს და იცავს უჯრედებს დაზიანებისგან. ეს თვისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზმის ზოგადი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, განსაკუთრებით თანამედროვე გარემოში, სადაც გარემოს დაბინძურება და სტრესი ხშირია.

✅ ზოგადი თვისებები


თვისება აღწერა

ანთების საწინააღმდეგო

ამცირებს ანთებით პროცესებს, რაც ხელს უწყობს ქრონიკული დაავადებების პრევენციას.

ანტიოქსიდანტური

იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან, ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს.

ანტიმიკრობული მოქმედება

ებრძვის პათოგენურ მიკროორგანიზმებს: კუჭნაწლავში, სისხლში, შარდ-სასქესო სისტემაში. აძლიერებს იმუნურ სისტემას.

გულ-სისხლძარღვთა მხარდაჭერა

ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის შემცირებას და სისხლძარღვთა ჯანმრთელობას.

ღვიძლის გაწმენდა

ასტიმულირებს ღვიძლის ფუნქციონირებას, ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას.

ტვინის ჯანმრთელობა

მხარს უჭერს კოგნიტურ ფუნქციებს, აუმჯობესებს მეხსიერებას.

სიმსივნის პრევენცია

ამცირებს კიბოს განვითარების რისკს .

მხედველობის გაუმჯობესება

კატარაქტის რისკის მკვეთრი შემცირება, იცავს ბადურის უჯრედებს დაზიანებისგან ,

ტესტოსტერონის ამაღლება

მამაკაცებში ხელს უწყობს მამაკაცის ლიბიდოს გაუმჯობესებას და ტესტოსტერონის წარმოებას.

✅ კურკუმის მოქმედება


წითელი ჟოლო პროსტატა საპორტიში
კურკუმა კაფსულებში მოქმედებს ორგანიზმზე რთული მექანიზმებით, რაც მის მაღალ ეფექტურობას განაპირობებს. კურკუმინი ამცირებს ანთებით პროცესებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქრონიკული დაავადებების პრევენციისთვის. ის აფერხებს ანთებითი ციტოკინების გამომუშავებას, როგორიცაა NF-kB და COX-2, შედეგად მცირდება ანთება მთელ ორგანიზმში.
გარდა ამისა, კურკუმინი ხელს უწყობს ანტიოქსიდანტური ფერმენტების გამომუშავებას რაც ხელს უწყობს ორგანიზმის დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან, ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე გარემოში, სადაც თავისუფალი რადიკალების ზემოქმედება ხშირია.
კურკუმის კაფსულები აუმჯობესებენ სისხლძარღვთა ენდოთელიუმის ფუნქციონირებას, რაც მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობისთვის. ისინი ასევე მხარს უჭერენ იმუნურ სისტემას, ხელს უწყობენ უჯრედების რეგენერაციას და აძლიერებენ ორგანიზმის ზოგად რეზისტენტულობას.
კურკუმინის პოტენციალი სიმსივნისა და კიბოს მკურნალობის მხარდაჭერაში ასევე აღსანიშნავია. ზოგიერთი კვლევა მიუთითებს, რომ კურკუმინი შეიძლება ხელს უწყობდეს სიმსივნური უჯრედების ზრდის შეჩერებას.

✅ ჩვენება


• სახსრების ანთება
კურკუმა განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვისაც აწუხებს სახსრების ტკივილი და ანთებითი პროცესი. მცენარე კურკუმა შეიცავს კურკუმინს — ძლიერ ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტურ კომპონენტს, რომელიც ამცირებს სახსრების შეშუპებას, ქრონიკულ ტკივილს და ხელს უწყობს მოძრაობის აღდგენას.
კურკუმის რეგულარული მიღება ეხმარება ართრიტის, ართროზის და სხვა სახსროვანი დაავადებების დროს, აუმჯობესებს სახსრების მობილობას და ამცირებს დისკომფორტს. მისი ბუნებრივი შემადგენლობა ხელს უშლის ანთებითი პროცესების განვითარებას და იცავს სახსრებს დაზიანებისგან. ამიტომ, კურკუმა რეკომენდებულია მათთვის, ვისაც სურს სახსრების ჯანმრთელობის შენარჩუნება, სახსრების ტკივილის და ანთების შესამცირებლად.
კურკუმა კაფსულბში სახსრებისთვის ცნობილი და ეფექტური მცენარეული სამკურნალო საშუალება.

• მონელების პრობლემები
კურკუმის კაფსულები ძალიან პოპულარულია საქართველოში როგორც საუკეთესო ბუნებრივი საშუალება საჭმლის მომნელებელი სისტემის გასაუმჯობესებლად.
მისი აქტიური ნივთიერება — კურკუმინი — აჩქარებს მონელების პროცესს, აწესრიგებს მადას და ხელს უშლის წვასა და მძიმე შეგრძნებას კუჭში. კურკუმა ეფექტურად ამცირებს ყაბზობას, ასტიმულირებს ნაღვლის გამოყოფას და იცავს კუჭის ლორწოვან გარსს ანთებისგან.
კურკუმა ანადგურებს ბაქტერიებს და ასუფთავებს ტოქსინებს, რაც ხელს უწყობს ნაწლავების ბუნებრივ გაწმენდას. უამრავი ქართული საიტი და ექიმ-გასტროენტეროლოგი ურჩევს კურკუმას გამოყენებას საკვების უკეთ მონელებისა და კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობისთვის. აქედან გამომდინარე , კურკუმა არის იდეალური არჩევანი მათთვის, ვისაც სურს შეინარჩუნოს ჯანმრთელი კუჭნაწლავი და მონელების სისტემა .

• ტესტოსტერონის ნაკლებობა
ხალხურ მედიცინაში ცნობილია რომ მამაკაცებში კურკუმა კაფსულებში ტესტოსტერონის დონის ასამაღლებელი საუკეთესო მცენარეული საშუალებაა. ამ მცენარის შემადგენლობიდან გამომდინარე ხდება ესტროგენის დონის შემცირება, რაც ხელს უწყობს ტესტოსტერონის შენარჩუნებას.
კურკუმინი ბლოკავს ესტროგენს უჯრედულ დონეზე, რაც ზრდის ტესტოსტერონის დონეს. გარდა ამისა, კურკუმა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც ხელს უწყობს მამაკაცის ლიბიდოს გაუმჯობესებას და ტესტოსტერონის ამაღლებას. კურკუმინის ანტიოქსიდანტური თვისებები ზრდის აზოტის ოქსიდის დონეს, რაც ასევე მხარს უჭერს ტესტოსტერონის გამომუშავებას.

• სიმსუქნე
კურკუმის კაფსულები განსაკუთრებით პოპულარულია წონის დაკლების მსურველებში. ეს ბუნებრივი პროდუქტი აჩქარებს მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს ცხიმების წვას ორგანიზმში. კურკუმინი, კურკუმის მთავარი აქტიური ინგრედიენტი, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, ამცირებს ინსულინის რეზისტენტობას და ახდენს ანთებული პროცესების დაბალანსებას, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს წონის ეფექტურ კლებაში.
ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის შემცირებას და ათეროსკლეროზის პრევენციას. აუმჯობესებს სისხლძარღვთა ჯანმრთელობას - ქოლესტერინის დამწევი. ქოლესტერინის დამწევი.
კურკუმის გამოყენება ეხმარება მუცლის ცხიმების შემცირებაში, აჩქარებს მონელებას და ამცირებს ზედმეტ შიმშილის შეგრძნებას. რეგულარული მიღება აუმჯობესებს მთლიან ჯანმრთელობას, ზრდის ენერგიას და ხელს უწყობს ცხიმის წვას და ჯანსაღი წონის შენარჩუნებაში. კურკუმა საუკეთესოა ყველასთვის, ვისაც სურს წონაში დაკლება.

• მხედველობის დარღვევა
მხედველობის გასაუმჯობესებელი : კურკუმა სასარგებლოა თვალების ჯანმრთელობისთვის, რადგან მას აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები, რომლებიც იცავს თვალის ქსოვილებს ნაადრევი დაბერებისგან და ანთებითი პროცესებისგან. კურკუმინი — კურკუმას ძირითადი აქტიური ნივთიერება — ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებას, ამცირებს სტრესს და იცავს ბადურას დაზიანებისგან.
კვლევების მიხედვით, კურკუმა ამცირებს ისეთი თვალის დაავადებების განვითარებას, როგორიცაა კატარაქტა, გლაუკომა და ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაცია. დაგროვილი ანტიოქსიდანტური ეფექტი აუმჯობესებს თვალის სისხლის მიმოქცევას და აძლიერებს მხედველობას. გამომდინარე აქედან, კურკუმას ღებულობენ თვალის ჯანმრთელობისთვის და თვალის დაავადებების პრევენციის მიზნით.

• დიაბეტი
გლუკოზის შემცირების უნარი. მისი ძირითადი კომპონენტი, კურკუმინი, ხელს უწყობს სისხლში შაქრის რეგულაციას, ამცირებს ინსულინის რეზისტენტობას და აჩქარებს უჯრედებში გლუკოზის ეფექტურ აღქმას. ასევე კურკუმა იცავს ორგანიზმს ქრონიკული ანთებისგან, რაც ხშირია დიაბეტის მქონე ადამიანებში, და ამცირებს თანმხლები გართულებების რისკს. მის კვებით გამოყენებას შეუძლია გააძლიეროს იმუნური სისტემა და შეამციროს ქსოვილების დაზიანება ორგანიზმში. ფართოდ გამოიყენება დიაბეტით დაავადებულთათვის როგორც ბუნებრივი დამხმარე საშუალება ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად;

• დეპრესია
ურკუმა განსაკუთრებით სასარგებლოა დეპრესიის დროს, რადგან მისი აქტიური კომპონენტი ― კურკუმინი ― მოქმედებს ნეიროტრანსმიტერების (სეროტონინისა და დოფამინის) დონეზე, რაც აუმჯობესებს განწყობას და ამცირებს დეპრესიულ სიმპტომებს. კურკუმის აქტიური კომპონენტები იცავენ ტვინის უჯრედებს სტრესის პროცესებისგან.
კვლევები აჩვენეს, რომ კურკუმა ხელს უწყობს ნეიროპლასტიურობას და ამცირებს შფოთვას, რაც დეპრესიის დროს ძალიან მნიშვნელოვანია. მის გამოყენებას ასევე უკავშირებენ ენერგიის გაზრდას და საერთო ფსიქოემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამიტომ, კურკუმა რეკომენდებულია როგორც ბუნებრივი დამხმარე საშუალება დეპრესიასთან ბრძოლაში.

• ღვიძლის გაცხიმოვნება
კურკუმა შეიცავს კურკუმინს, ძლიერ ანტიოქსიდანტს, რომელიც ხელს უწყობს ღვიძლის გაწმენდას ტოქსინებისგან. კურკუმინი ამცირებს ანთებას, იცავს ჰეპატოციტებს ოქსიდაციური სტრესისგან და აძლიერებს ღვიძლის ფუნქციას. ის ასტიმულირებს ნაღვლის გამოყოფას, რაც ხელს უწყობს ცხიმების მონელებას და ტოქსინების გამოდევნას. კურკუმა ხელს უშლის ღვიძლის ცხიმოვან დეგენერაციას, ამცირებს ფიბროზის რისკს და აძლიერებს დეტოქსიკაციის ფერმენტებს, რაც ხელს უწყობს ღვიძლის რეგენერაციას.
ანტიოქსიდანტური მოქმედება: ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, იცავს ღვიძლის უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.
რეგენერაცია: ხელს უწყობს დაზიანებული ღვიძლის უჯრედების აღდგენას.
ღვიძლის დაცვა: კურკუმინი იცავს ღვიძლს ტოქსინებისა და ანთებისგან, ამცირებს დაავადებების რისკს.

• სიმსივნე
კურკუმის კიბოს საწინააღმდეგო თვისებები:
კურკუმა შეიცავს კურკუმინს, ძლიერ ანტიოქსიდანტს, რომელიც ეფექტურად ებრძვის კიბოს უჯრედების ზრდას და გავრცელებას. კურკუმინი აძლიერებს იმუნურ სისტემას, რაც ხელს უწყობს ორგანიზმის ბუნებრივ დაცვას კიბოსგან. ის ამცირებს ქრონიკულ ანთებას, კიბოს განვითარების მთავარ რისკ-ფაქტორს, და თრგუნავს კარცინოგენულ პროცესებს. კურკუმინი იწვევს კიბოს უჯრედების აპოპტოზს (თვითგანადგურებას), ამცირებს სიმსივნისთვის საჭირო სისხლძარღვების წარმოქმნას (ანგიოგენეზს) და ხელს უშლის მეტასტაზების გავრცელებას. ის იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან, ამცირებს დნმ-ის დაზიანებას და კიბოს რისკს.

 გამოყენება

•   ჭამის დროს თითო კაფსულა. (ზოგ შემთხვევაში ჭამამდე)

 უკუჩვენება

•  ინდივიდუალური აუტანლობა.

 შენახვის პირობები

•  ინახება მშრალ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

 რჩევა

•  ნებისმიერი ბიო დანამატის გამოყენებამდე, გირჩევთ: კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან .

This product has no reviews!

Chat with us on WhatsApp

Boxed:

Sticky Add To Cart

Font: