w3c

ფუტკრის რძე კაფსულებში

თვისებები თვისებები

ფუტკრის რძე მწვანე აფთიაქში სწორედ ფუტკრის რძის სასარგებლო ნივთიერების შედეგია ის, რომ ახლად გამოჩეკილი დედა ფუტკრის ჭუპრი 5 დღეში წონაში 1600 – 1800 ჯერ იმატებს. ხოლო უკვე დედა ფუტკარი ყოველდღიურად თავისი წონა კვერცხს (250_300 მილიგრამი) დებს.
ეს ფაქტი, დედა ფუტკრის მიერ საკვებ რძის მაღალ კვებით ღირებულებასა და სრულყოფილებაზე მეტყველებს. რძეს მუშა ფუტკრები ძირითადად ყვავილების მტვერის გადამუშავების შედეგად გამოყოფენ, მტვერი კი ყვავილოვანი მცენარეების მამრობითი საწყისია, რომლის ირგვლივ ბუნებამ შექმნა სასარგებლო ელემენტების მაქსიმუმი, რაც აუცილებელია, რათა განხორციელდეს განაყოფიერება და ამუშავდეს გენეტიკური პროგრამა.
ფუტკრის რძეში, ისევე როგორც ყვავილის მტვერში, შედის ყველა ეს ვიტამინი:С, B1, B2, B5, B6, B8, A, D, E. მცენარეულ ჰორმონებთან (ეპიბრასინოლიდი, ციტოკინინი ჰიბერელინი, ჰეტეროაუქსინი), ასევე ათივე შეუცვლელ ამინომჟავასა და სამასამდე მიკრონაერთებთან ერთად, აღმოჩენილია ზრდის, გამრავლების და იუვენალური, ანუ გამაახალგაზრდავებელი ჰორმონი, რომელიც არც ერთ სხვა პროდუქტში არ გვხვდება. ფუტკრის რძე მდიდარია ცილებით, ნახშირწყლებით, ცხიმებით, ვიტამინებით, ორგანული მჟავებით, ამინომჟავებით და სხვ. მასში 45% ცილებია; 20% თავისუფალი ამინომჟავებია, 20% - ნახშირწყლები და 15% - ცხიმები.
მინერალური ნივთიერებებიდან ფუტკრის რძე შეიცავს: კალიუმის მარილებს, კალციუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, რკინას, გოგირდს, ოქროს, ვერცხლს და სხვ, ენზიმებიდან - ამილაზებს, კატალაზას, ასკორბინოქსიდაზას და სხვ.
ფუტკრის რძის სამკურნალო თვისებები განპირობებულია მასში არსებული რადიოქტიური ელემენტების არსებობით.
ამის ნათელი დადასტურებას წარმოადგენს, დედა ფუტკრის სიცოცხლის ხანგრძლივობა ოთხიდან შვიდ წლამდე აღწევს და უფრო მეტია ვიდრე მუშა ფუტკრის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, რომელიც ზაფხულში 30_40 დღეს, ხოლო ზამთარში 150 დღეს არ აღემატება.
თუმცა ორივე ზუსტად ერთნაირი განაყოფიერებულ კვერცხიდან იჩეკებიან და განსხვავება, როგორც აღვნიშნეთ, მხოლოდ მათს საკვებ რაციონშია. მუშა ფუტკრები რძით იკვებებიან გამოჩეკიდან მხოლოდ ორი დღის განმავლობაში, შემდეგ მათ საკვებში შედის თაფლი და ჭეო (ყვავილის მტვერი რომელსაც ფუტკარი აგროვებს ფიჭაში), რაც თავის მხრივ, ერთ-ერთ საუკეთესო საკვებ პროდუქტებად ითვლება. დედა ფუტკარს გამოჩეკიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშა ფუტკრები, ფუტკრის რძით კვებავენ.
ფუტკრის რძით კვების შედეგად სადედე ჭუპრი განაყოფიერება-გამრავლების უნარის მქონე სრულფასოვან მდედრად ყალიბდება, ისეთივე ფუმფლი კი, ჭეოთი და თაფლით კვებაზე გადასვლის შემდეგ, მხოლოდ მუშა ფუტკრად შეიძლება ჩამოყალიბდეს, რომელიც იქნება განუვითარებელი, არასრულფასოვანი მდედრი.
ამჟამად მიჩნეულია, რომ არც ბუნებასა და არც მედიცინაში არ არსებობს ფუტკრის რძეზე უფრო აქტიური პროდუქტი ცოცხალი ორგანიზმის გაახალგაზრდავებისა და გამრავლების სტიმულირებისათვის.
უკანასკნელ წლებში ჩატარებული გამოკვლევები ადასტურებენ, რომ ფუტკრის რძე მნიშვნელოვნად აუმჯობესებს (50%-ით) ადამიანის ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს.
ამიტომ ფუტკრის რძის მიღებას ურჩევენ სპორტსმენებს მძიმე ფიზიკური დატვირთვისას (პროფესიონალ რაგბისტებს, ფეხბურთელებს) და დაძაბული გონებრივი შრომის პირობებში მყოფ ადამიანებს (მაგ., სტუდენტებსმოსწავლეებს და ასე შემდეგ).
ფუტკრის რძე მნიშვნელოვნად ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას. იაპონელი მეცნიერები თვლიან, რომ ფუტკრის რძით იაპონელების სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, მიუხედავად ქვეყნის ტერიტორიის ძლიერი რადიოაქტიური დაბინძურებისა. ამჟამად იაპონია სიცოცხლის ხანგრძლივობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
ფუტკრის რძის მოხმარების მხრივაც იაპონია პირველ ადგილზეა და საშუალოდ 220 - 250 ტონას მოიხმარს ყოველწლიურად; ფუტკრის რძე ძირითადად ჩინეთიდან და ტაივანიდან შეაქვთ. იაპონიაში სკოლის მოსწავლეებს 0, 1 გრამ ფუტკრის რძეს აძლევენ ყოველდღე, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს ხელს უწყობს ახალი მასალის ათვისებას.

ბაბუაწვერას ფესვები ბიო აფთიაქში სამკურნალო მოქმედება

ფუტკრის რძე მწვანე აფთიაქში ფუტკრის რძე მრავალი დაავადების დროს გამოიყენება როგორც სამკურნალოდ, ასევე პროფილაქტიკის მიზნით. ამჟამად ფუტკრის რძე მიჩნეულია საკვებ დანამატად, რომელსაც ძლიერი სამკურნალო და ბიომასტიმულირებელი თვისებები მოეპოვება. ამის გამო მისი წარმოება და გასაღება არ საჭიროებს ლიცენზირებას. წამლებისგან განსხვავებით, მისი მიღება შეიძლება ხანგრძლივად, შესვენებების გარეშე.
უკანასკნელ წლებში ფუტკრის რძეს ძალიან დიდი რაოდენობით და ეფექტურად იყენებენ პარფიუმერიაში. 15 - 20%ს სახის კრემებსა თუ სხვა... საჭიროდ მიგვაჩნია, აქვე ზოგადად ჩამოვთვალოთ ის დაავადებები, რომლებზეც ფუტკრის რძე დადებითად მოქმედებს.
ფუტკრის რძე აახალგაზრდავებს ორგანიზმს, აუმჯობესებს მხედველობას, მეხსიერებას, ააქტიურებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუკტკრის რძე გამოიყენება გულსისხლძარღვთა, ათეროსკლეროზის, საჭმლის მომნელებელი სისტემის, ბრონქული ასთმის, ნერვოზის, სტენოკარდიის დროს. თაფლთან შერეული ფუტკრის რძე კარგი საშუალებაა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დაავადების სამკურნალოდ.
ფუტკრის რძე ხელს უწყობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის რეგულირებასა და ორგანიზმის გამძლეობას ინფექციის წინააღმდეგ, აწესრიგებს სისხლის წნევას, ანვითარებს მეხსიერებას და მხედველობას.
ზოგიერთი ექიმის რჩევთ, ფუტკრის რძე კომბინირებული სახით უნდა იქნეს გამოყენებული თაფლთან, დინდგელთან და ყვავილის მტვერთან ერთად. მას არ ურჩევენ იმ პირებს, რომლებიც ფუტკრის პროდუქტების მიმართ ალერგიულნი არიან. სადედე ფუტკრის რძისგან ამზადებენ სხვადასხვა ფორმის სამკურნალო პრეპარატებს - აპილაკს ლიოფილიზირებულის, ფხვნილების, აბების, სანთლების სახით, აგრეთვე აპილაკის 3%-იან მალამოს.
რუმინეთში ფუტკრის რძეს თვლიან ბუნებრივ საკვებ პროდუქტად, უფრო მეტიც - პროფილაქტიკურ საშუალებად. ბულგარეთში საკვები პროდუქტების მაღაზიებში მყიდველს სთავაზობენ თაფლთან შერეულ რძეს (1 გ რძე 10 გ თაფლზე) რომელიც ინახება 20C-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში.
მოზრდილებს შეუძლიათ მიიღონ ამ ნარევის 10-10 გ. ბავშვებს კი 5-5 გ როგორც გამამაგრებელი და ორგანიზმის დამცავი ძალების გამაძლიერებელი საშუალება.
ფუტკრის რძეს იყენებენ პარფიუმერიაშიც სხვადასხვა სახის კრემების დასამზადებლად. ფუტკრის რძე შედის აგრეთვე ზოგერთი ლოსიონისა და საპნის შემადგენლობაში.
მოქმედება: (განსაკუთრებით სასქესო ჯირკვლების), ხელს უშლის ყოველგვარი სიმსივნეების წარმოქმნას, ამცირებს შაქრის დონეს სისხლში, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, იმუნურ სისტემას, ახდენს ორგანიზმის ბიოსტიმულირებას, სისხლის არტერიალური წნევის რეგულირებას (20 - 25%-მდე ამცირებს მაღალს და ადიდებს დაბალს), აჩქარებს ბავშვების ზრდის პროცესს, ებრძვის გონებრივ და ფიზიკურ გადაღლას.
მეცნიერებმა მღრღნელებზე ჩაატარეს ცდები: მათ მისცეს საკვებად 0, 25 მილიგრამი ფუტკრის რძე, 1 კილოგრამ ცოცხალ წონაზე. შედეგად, ერთ თვეში თაგვების ფიზიკური გამძლეობა 50%-ით გაიზარდა. ცდის დამთავრებიდან 20 დღის შემდეგაც, თაგვების იმ ჯგუფის გამძლეობა, რომელმაც რძე მიიღო, 20_25%- ით უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე მათი რომელსაც არ მისცეს ფუტკრის რძე.

გამოყენება უკუჩვენება

ინდივიდუალური შეუთავსებლობა ფუტკრის რძესთან და ყვავილის მტვერთან. ფაქტიურად უკუჩვენებები არც კი არსებობს თუ არ ჩავთვლით რაიმე სახის ალერგიას რაც ძალიან იშვიათია ფუტკრის ნაწარმთან მიმართებაში. ფუტკრის რძემ შეიძლება გამოიწვიოს ალერგია. ამ შემთხვევაში უნდა შევამციროთ დოზა ან შევწყვიტოდ მიღება.
ფუტკრის სადედე რძე არ არის რეკომენდირებული ადისონის (თირკმელზედა ჯირკვალის დაავადება) დროს.
ფუტკრის სადედე რძე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ შეიძლება მიიღონ პაციენტები რომელთაც აქვთ სისხლის გადაჭარბებული შედედების უნარი ან აქვს ჰიპერკუაგულაციისადმი მიდრეკილება.


გამოყენება დოზირება

აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ზრდასრული ადამიანისთვის ფუტკრის რძის ნორმა 0, 5_1 გრამი იყო დღეში (სპოტსმენებს 1, 5 – 2 გრამს აძლევდნენ), ბავშვებისთვის _ 0, 1 გრამი.
ფუტკრის რძეს იღებენ უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ენის ქვეშ, სადაც ის სწრაფადვე შეიწოვება. ევროპაში ფუტკრის რძეს 1 - 2 გრამს ღებულობენ დღეში, ორჯერადად, ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე.
იაპონური ნორმები უფრო მაღალია და საშუალოდ 3 - 5 გრამია დღეში.


გამოყენება შენახვის პირობები

ფუტკრის რძის სამკურნალო თვისებები ძალზე დამოკიდებულია მისი მიღების ტექნოლოგიებზე და შენახვის პირობებზე.
ფუტკრის რძე ვაკუმურ კაფსულებში ინახება ორიდან სამ წლამდე. ფუტკრის რძის მიღება ხდება მრავალრიცხოვანი ტექნოლოგიური საშუალებებით ყველაზე მეტი რაოდენობის რძე მიიღება მაშინ, როდესაც ოჯახში დედა ფუტკარი იზოლირებულია. ამ მეთოდის გამოყენების დროს, დაობლებულ ოჯახთან შედარებით, ფუტკრის ოჯახის ნორმალური ცხოვრება საგრძნობლად არ ირღვევა და არ იცვლება ოჯახის ბიოლოგია.
ფუტკრის რძის აგროვებენ გაზაფხულის ბოლოსა და ზაფხულის დასაწყისში, როცა ბევრი ფუტკარია, ბარტყი გადაბეჭდილია და თაფლოვანი მცენარეები ბევრ ნექტარსა და მტვერს იძლევიან. ვარჩევთ ძლიერი ოჯახებს, სადაც ახალგაზრდა ფუტკარი დიდი რაოდენობითაა.
ფუტკრის რძის დამზადებისას აუცილებელია გარკვეული წესების დაცვა, რათა შენარჩუნებულ იქნეს ამ პროდუქტების სრულფასოვანი ბიოლოგიური თვისებები. საფუტკრეში უნდა შეიქმნას ისეთი სანიტარული და ჰიგიენური პირობები, რომლებიც დააკმაყოფილებენ სამკურნალო პრეპარატების დამზადების ყველა მოთხოვნას.
მიუხედავად იმისა, რომ ფუტკრის რძეს ანტიმიკრობული თვისებები აქვს, იგი არამდგრადი პროდუქტია და არასწორი შენახვის დროს მალე იცვლის არა მარტო გარეგნულ სახეს, არამედ თვისებებსაც.
ფუტკრის რძე კარგავს თავის ბიოლოგიურ თვისებებს დღის სინათლეზე, არაჰერმეტულად თავდახურულ ჭურჭელში და ნესტიან ადგილზე შენახვის დროს. ამიტომაც იდეალური შენახვის და გამოყენების ფორმას წარმოადგენს ფუტკრის რძე კაფსულებში (ნედლის სახით) ის კარგად ინახება წლების განმავლობაში. მას ინახავენ მუქ და კარგად დახურულ ჭურჭელში.


გამოყენება მიღების წესი გამოყენება

ფუტკრის რძე მიიღება უზმოზე, ჭამამდე 30წთ-ით ადრე, ვითავსებთ ენის ქვეშ განლევამდე, დღის პირველ ნახევარში.

გამოყენება სად შევიძინოთ გამოყენება

სად შევიძინოთ ? დააწკაპუნეთ ბმულზე: სად შევიძინოთ ფუტკრის რძე ?

ფუტკრის რძე კაფსულებში

მწვანე აფთიაქი

on Jan 5, 2022

Boxed:

Sticky Add To Cart

Font: